|
2019-10-08 11:24:35, 1701 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: საქართველოს მთავრობა ტურიზმის დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე „თიბისი კაპიტალის" მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკაში, აგრეთვე იმ ღონისძიებებზე, რომელთაც მიმართავს ხელისუფლება ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, 2018 წელს ტურიზმის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან შიდა პროდუქტში 7,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ს 20 პროცენტს გაუტოლდა. ამავე დროს, ტურიზმის წილი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამასთან მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტურიზმის განვითარების პოზიტიურ გადადინებით ეფექტს სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე, რამდენადაც წარმოქმნის სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე დამატებითი მოთხოვნის შესაძლებლობას. ეკატერინე მიქაბაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციაზე. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოსაზიდად. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კიდევ უფრო აქტუალური გახდა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიაფრენები შეჩერდა, რამაც შეამცირა რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა. ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულის შედეგად ტურისტული შემოსავლები ივლისში 13,3 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 10,6 პროცენტით შემცირდა. „ტურიზმის განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. ის სხვადასხვა ინსტრუმენტებითა და აქტივობებით ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, ტურიზმის შემდგომი განვითარებისა და მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად ხორციელდება არაერთი აქტივობა, მათ შორისაა ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა ავიაბაზარზე და პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა, ტურიზმში მომსახურების სერვისის ამაღლება, ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის მხარდაჭერა და მისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მისალმებების შემდეგ, პრეზენტაციაზე გაიმართა პანელ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ, კომპანია „Silk Road Hospitality" - ის გენერალურმა დირექტორმა იორდ კუითიმ და თიბისი ბანკის კორპორატიული დირექტორის მოადგილე მერი ჩაჩანიძემ. „თიბისი კაპიტალის" კვლევაში დეტალურად არის აღწერილი ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების განვითარება და ტურიზმში საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით გაანალიზებული და შეფასებულია საქართველოში ტურიზმის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)