|
2019-10-07 17:57:22, 9544 ნახვა
სხვადასხვა
მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭა აღმოჩენას, რომელიც კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება
2019 წლის ნობელის პრემია, მედიცინაში მიიღეს ამერიკელებმა მეცნიერებმა უილიამ კელინმა და გრეგ სემენეტმა, ასევე ბრიტანელმა მეცნიერმა პიტერ რატკლიფმა. პრემია გადაეცათ მეცნიერების ნამუშევარს: როგორ რეაგირებენ ცოცხალი სხეულის უჯრედები ჟანგბადის არარსებობას ადამიანის ორგანიზმში. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს სამმა მეცნიერმა გაარკვია, თუ როგორ ადაპტირდებიან უჯრედები ორგანიზმში ჟანგბადის დაცემას. შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ მეცნიერთა იმ კვლევას, რომელიც ხელს უწყობს ანემიისა და კიბოს მკურნალობას, „ელეგანტური“ უწოდა. „ჟანგბადის ფუნდამეტური მნიშვნელობა, მრავალი საუკუნის მანძილზეა ცნობილი, თუმცა ჩვენ არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, თუ როგორ ეგუებოდა ჟანგბადის დონის ცვლილება ორგანიზმს.“ - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. აღმოჩნდა, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟანგბადის დონე განსხვავებულია, განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. მეცნიერებმა, რომლებმაც მიიღეს ნობელის პრემია, მუშაობენ სამ განსხვავებულ ინსტიტუტში. პიტერ რატკლიფი - ფრენსის კრიკის ინსტიტუტი დიდ ბრიტანეთში, უილიამ კელინი - ჰარვარდში, გრეგ სემენზა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (აშშ). მოამზადა ლიკა ბესელიამ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)