21:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 14:03:08, 1557 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ჯიშკარიანზე: ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება - პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შემდგომ მივიღებთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები განსაკუთრებული ყურადღებით და ობიექტურობით უნდა იქნას გამოძიებული.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გუნდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, თუ ფაქტის დადასტურება მოხდება.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ბრალდება, რადგან ჯიშკარიანი არის სახელისუფლებო გუნდის წევრი, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით და ობიექტურობით უნდა გამოვიძიოთ ეს შემთხვევა. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს იმ წუხილს, საჩივრებს, რომელსაც ახმოვანებენ საჯაროდ. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი გამოძიების მიმართ არის, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული ობიექტურობით იქნება შესწავლილი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენ შემდგომ მივიღებთ. ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ. ჩვენთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, დისკრიმინაცია და ძალადობა ქალთა მიმართ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ერთად ვმუშაობთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალთა მიმართ შემცირდეს ძალადობა, შემცირდეს დისკრიმინაცია, მოხდეს მათი უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი. განსაკურებით მაშინ, როცა ეს ეხება სახელისუფლებო, ანუ ჩვენი გუნდის წევრს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics