|
2019-10-07 13:11:55, 1667 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულმა კომპანიამ ებრაელ ინვესტორთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ინფლუენს ჯორჯიამ“ ებრაელ ინვესტორთან, დავიდ ზერასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის 50% დაფინანსდება GITA-ს გრანტით, ხოლო 50 % - ის ინვესტირებას უცხოელი ინვესტორი განახორციელებს. დავიდ ზერას მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, არის სტარტაპ Screenz - ის ერთ-ერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველი. Screenz- ი ქმნის ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო კომპანიისთვის. კომპანიის მომხარებლებს შორისაა, ისეთი შოუები როგორიცაა „Big Brother“, „Master Chef“, „101 Ways to Leave a Game Show“, „The Million Pound Drop“, „Hell’s Kitchen“, „The Taste“ და „Rising Star“. Screenz სტრატეგიული პარტნიორები არიან Google, ICM და Red Arrow. (https://scrnz.com/). დავიდ ზერა ასევე მუშაობს ისეთ მსხვილ სტარტაპებთან, როგორებიცაა PAYLIX, Interatech, Monday.com საგრანტო კონკურსში გამარჯებული პროექტი ,,ინფლუენს ჯორჯია“ კი ითვალისწინებს სრულად ავტომატიზებული ინფლუენს მარკეტინგ პლატფორმის განვითარებას. პროექტის მიზანია კომპანიის პროდუქტი გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ელექტრონული კომერცია და მოგზაურობა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს და საერთო ბიუჯეტი 1 298 200 ლარია.
(NS)
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



