|
2019-10-07 13:05:34, 1143 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ნატო-ში შესვლა გამოცდა არაა, სადაც თუ ნიშნებს დააგროვებ, ავტომატურად მიგიღებენ - წევრობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
"ნატო-ს წევრობისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტანმაიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირიში არსებობს გარკვეული გარემოებები, რის გამოც ისინი ახალ წევრებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობენ. "ნატო-ში შესვლა არ არის ნიშნების დაგროვება. ეს გამოცდა არ არის, სადაც თუ დააგროვებ საჭირო ნიშნებს, მიგიღებენ ავტომატურად. აქ ავტომატიზმი არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. სხვათა შორის აღიარებულია, რომ ეფექტურად ვასრულებთ იმ დავალებებს, რაც არის დავალებული, მაგრამ ჯერ არ არის მიღებული ის ერთობლივი კონსენსუსი, რომელიც არის ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არის გარკვეული სიტუაცია ნატო-ში, ევროკავშირში, არის გარემოებები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ შეიძლება ფრთხილობენ დღეს ახალი გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ ეხება რუსეთს. რუსეთი ყოველთვის იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ბალტიის ქვეყნების მიღების მიმართ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიღებულ იქნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)