|
2019-10-05 17:26:40, 2982 ნახვა
კომენტარი
გახარია - პოლიციელის მკვლელობისთვის და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელია
"ერთმნიშვნელოვნად ფაქტია, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს და ამაზე თავად პრეზიდენტმაც განაცხადა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა. პრემიერის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციების მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება. „მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციების მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)