|
2019-10-05 13:24:21, 3025 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს და R2-ის გაკოტრება გვარამიას დააბრალოს
ჟურნალისტის ნოდარ მელაძის ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის საგამოძიებო უწყებაში დაბარების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, უწყებაში მედია საშუალებების წარმომადგენლების დაბარება მათზე ზეწოლის მცდელობა. "ნოდარ მელაძე დაბარებულია მოწმის სახით გამოკითხვაზე, პრინციპში კითხვები იქნება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, რაც იქამდე ქონდათ ზაალ უდუმაშვილთან და გიორგი ლაფერაშვილთან და რაზეც საუბრობდა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, როდესაც ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. საბოლოო ჯამში ბუნებრივია სასაცილოა ეს ყველაფერი და თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ნოდარ მელაძის დაბარებით საინფორმაციო გამოშვებებში ტონი შერბილდება ან რაღაცა შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკაში, ძალიან ცდება. გარდა ამისა პროკურატურა შეეცდება, რომ ამ მიმართულებითაც ნიკა გვარამიას ბრალის დამძიმება მოახდინოს",- განაცხადა საძაგლიშვილმა. ადვოკატის შეფასებით, გამოძიების მიზანი, "მთავარი არხის" განეიტრალება და "რუსთავი2"-ის გაკოტრების ნიკა გვარამიასთვის გადაბრალებაა. "ფიზიკურად შეუძლებელია ვისაუბროთ სამართლებრივ მხარეზე, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს. მიზანი არის "მთავარი არხის" განეიტრალება და "რუსთავი2-ის" გაკოტრების დაბრალება, რაც აუცილებლად მოხდება და ხელისუფლება შეეცდება ეს ნიკა გვარმიას დააბრალოს, წარმოაჩინოს თითქოს ხელისუფლების სურვილი არაა "რუსთავი 2"-ის გაჩუმება და გაკოტრება", - აღნიშნა საძაგლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)