|
2019-10-04 15:00:49, 3058 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსს, დონეთ ვოლტონს შეხვდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ რეფორმებზე და სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე. „ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა განვითარდეს, გაიზარდოს წარმოება და შემოსავალი. პოტენციალი ქვეყანაში რეალურად არსებობს. დარგში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით ამ პოტენციალის ათვისება უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელმა, დონეთ ვოლტონმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას გეგმავს და მათი მიზანია, ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას გაეცნონ. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)