|
2019-10-04 14:17:44, 2029 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილი: 100-დღიან დუმილს ვარღვევ - ეროვნული მასშტაბის ბულინგი ვითმინე
„მინდა, 100-დღიანი დუმილი დავარღვიო. პარლამენტის გადაწყვეტილებას ველოდებოდი, რომ ჩემთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა. მხოლოდ ამის შენდეგ ჩავთვალე საჭიროდ სიმართლის თქმა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არ იცოდა, რომ სპიკერის სავარძელს რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი დაიკავებდა. მისივე მტკიცებით, 20 ივნისის ღამეს ოპოზიციამ საზოგადოების პროტესტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა და სხდომის რუსულად წაყვანა ეს ჩემთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო. აქ ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევის შემთხვევა. სხდომა უნდა გაეხსნა და წაეყვანა გენერალურ მდივანს. კობახიძეს არ მგონია, სცოდნოდა, რომ მის სავარძელს გავრილოვი დაიკავებდა. ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი ეს შემთხვევა იყო. როცა მიზეზი დილით ამოწურულია და შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10:00 საათზე იწყებ, როცა რუსული დელეგაცია არათუ პარლამენტში, არამედ საქართველოშიც აღარ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პატიოსნად არ იქცეოდა და იყენებდა საზოგადოების გულწრფელ ემოციას პოლიტიკური მიზნებისთვის, ძალაუფლება რამენაირად ხელში ჩაეგდო. ის, რაც 20 ივნისს მოხდა, ამას ქაჯობა ვუწოდე. როცა ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები გაქვს საქართველოს ინტერესების გასატანად და იმას ნაცვლად გამოყენებისა არბევ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მარტო დავრჩე საკუთარი სინდისის წინაშე ამ პოზიციას არ შევიცვლი. პასუხი იმ ქაჯებს უნდა მოსთხოვო, ვინც ეს ძალადობა წამოიწყო. ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა. ქუცნაშვილმა ასევე განმარტა მიზეზი, თუ რატომ დატოვა დეპუტატის მანდატი. „მანდატი ორი მიზეზი გამო დავტოვე. პირველი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მიმაჩნია, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი სხვის შეცდომაშიც თავის წილს უნდა ეძებდეს. ამ შემთხვევაში, ჩემი შეცდომა ალბათ იმაში მდგომარეობდა, რომ ექვსი წლის განმავლობაში არ წარმოვაჩინე ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა ისე, როგორც იმსახურებდა. მეორე ძალიან ადამიანური მიზეზია. მე ასე ვარ გაზრდილი, რაღაც საქმეს, რომ ვაკეთებ და იმ საქმეში ბევრნი ვართ ერთმა არ უნდა აგოს პასუხი. როცა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მზაობა გადადგომის შესახებ, მე მის გადაწყვეტილებას ვერ დავტოვებდი ადამიანური სოლიდარობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მე დავთმე მანდატი, მაგრამ არ ვაპირებ სიმართლე დავთმო. მანდატი ჩემი ინიციატივა იყო და გუნდმაც მხარი დამიჭირა“, - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)