|
2019-10-03 11:04:53, 1327 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ქობულიაზე: 2020-ისთვის ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი გვექნება, რომ ისიც შეიძლება პარლამენტში მოხვდეს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შესაძლო პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა. როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, 2020 წლის არჩევნებისთვის ნებისმიერ პოლიტიკური გამოცდილების ადამიანს ექნება შესაძლებლობა პარლამენტში მოხვედრის. „ჩვენ ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი გვექნება 2020 წლის არჩევნებისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს და ყოფილ მინისტრს ამ შემთხვევაში, მცირე თუ მდიდარი პოლიტიკური გამოცდილების ადამიანს ექნება შესაძლებლობა შექმნას პარტია და ჰქონდეს იმის იმედი, რომ მოხვდება პარლამენტში. იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ იდეა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით გულისხმობს იმას, რომ პარლამენტის კარი არის ყველასთვის ღია და კონკურენციაც შესაბამისად იქნება ძალიან მაღალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ „თუმო ქუთაისი“ გაიხსნეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)