|
2019-10-02 17:52:40, 2244 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: წყაროს ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი ოდესაში იყო და ჩემი გარემოცვის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილია, უკრაინაში "სპეციალურ მისიას" ასრულებდა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, ჭიჭიაშვილი უკრაინაში მისი გარემოცვის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. "კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი დავალებით გაათავისუფლეს. ბოლო პერიოდში ის უკრაინაში გამოუშვეს სპეციალური მისიით. ის ოდესაში გამოუშვეს, რათა ჩემიდა ჩემი გარემოცვის შესახებ ინფორმაცია მოეძია. ამის შესახებ პოლიციაში არსებულმა სანდო წყარომ გვაცნობა. საჭიროა შეისწავლონ მისი კავშირი ქართველ სპეცსამსახურებთან, რომლებსაც თავის მხრივ რუსი კოლეგები აკონტროლებენ", - წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)