18:16 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 13:00:24, 1597 ნახვა

პოლიტიკა
​პესკოვი: არანაირ ოკუპაციას ადგილი არ აქვს - აქ ჩვენი აზრები იყოფა

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შეფასებით, რუსეთს საქართველოს ოკუპაცია არ მოუხდენია. 

ამასთან, პესკოვი ნიუ-იორკში, საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ თბილისში შეხვედრას "ისტერიკა" მოჰყვა. 

როგორც მან აღნიშნა, კონსტრუქციული დიალოგის პროცესი ქვეყნებს შორის, სწორედ ამგვარი შეხვედრებიდან იწყება.

"არანაირ ოკუპაციას ადგილი არ აქვს, აქ ჩვენი აზრები იყოფა, მაგრამ რაც შეეხება ოფიციალურ ხელისუფლებებს, აქ ჩვენ ისევ პრობლემები გვაქვს. ასეთი პირველი შეხვედრები, რომელსაც ნიუ-იორკში ჰქონდა ადგილი, ალბათ კონსტრუქციული დიალოგის ნებისმიერი პროცესი, თუნდაც ამ პროცესების ჩასახვა იწყება სწორედ ასეთი შეხვედრები. ალბათ თქვენც ისმენდით ისტერიკას, რომელიც ამ შეხვედრას მოჰყვა თბილისიდან. ალბათ არც თუ ადეკვატური რეაქცია. ამიტომ, მოდით, ნუ ვილაპარაკებთ ამ შეხვედრაზე, ის ძალიან მტკივნეულად არის მიღებული თბილისში, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით" - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა "რუსთავი 2"-თან საუბარში. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ „თუმო ქუთაისი“ გაიხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics