|
2019-10-01 18:15:34, 2167 ნახვა
კომენტარი
გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ სებ-თან კოორდინაციით, რომ დავიცვათ ლარის კურსი და ფასების სტაბილურობა
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ, როგორც ლარის კურსი ასევე ფასების სტაბილურობა, რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ნაბიჯი რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან. „ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებით ფასების ზრდა. ის რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ის ნაბიჯები რაც გადადგა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის - ჩვენ მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ, როგორც ლარის კურსი ასევე ფასების სტაბილურობა. რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობს, რომ ეს განხორციელდება სრული კოორდინაციით ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. დღეს ის ნაბიჯი რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენ შემდგომ უკვე ბიზნესთან სრული კომუნიკაციით გავაკეთებთ ყველაფერს რამეთუ ის იაფი რესურსი გამოთავისუფლებული, რომელიც საბანკო სექტორმა უკვე შეუძლია მიაწოდოს ეკონომიკას ეფექტურად იყოს ათვისებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)