|
2019-10-01 15:23:17, 2040 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ კურსის დინამიკა დასტაბილურდეს - არ დავუშვებთ ინფლაციის ზრდას
ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, სებ-ი ინფლაციის ზრდას არ დაუშვებს და ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან კოოდინაციაში დგამს ნაბიჯებს.
„გაუფასურების ტალღა, რომელიც დღეს გვაქვს, ბოლო გაუფასურება დაახლოებით ივნისის შემდეგ დაიწყო. პროცესს თან სდევდა ტურისტული შემოსავლების შემცირება. რადგანაც კურსი ასრულებს ავტომატური სტაბილიზატორის როლს, მოხდა კურსის კორექტირება. ექსპორტი იზრდება, იმპორტის ზრდა დაბალია, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მოლოდინი იყო, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის დინამიკა იქნება პოზიტიური“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)