|
2019-10-01 15:11:39, 1342 ნახვა
კომენტარი
ნუკრი ქანთარია - ნაციონალების დროს ადამიანებს ცარიელ მაცივარში ლიმონკა ხვდებოდათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების სათავეში მოსვლით პიროვნება განთავისუფლდა. მისი თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბერს ქვეყანაში ეპოქალური ცვლილება მოხდა. "ამ დღეს პირველ ოქტომბერს, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ქართველი ხალხის ძალისხმევით ეპოქალური ცვლილება მოხდა, რეჟიმი შეიცვალა მშვიდობიანად. მართალია ბაცილები დარჩა და ამ ბაცილებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ რეჟიმი ძირითადად გასტუმრებული იქნა და მოქალაქე, პიროვნება განთავისუფლდა. მას შეუძლია ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ მშვიდობიანად წავიდეს სახლში", - განაცხადა ქანთარიამ. ნუკრი ქანთარიას განცხადებას, ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა და მმართველი გუნდის წარმომადგენს კითხვით მიმართა - "თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როდესაც სახლში მშვიდად მისულ ადამიანს ხვდება ცარიელი მაცივარი?" ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ერთადერთი გზა რეალობის ოცნების ფერებში ხატვაა. "მე ერთი შეკითხვა მინდა დავაბრუნო, რა ხდება დღეს ქვეყანაში, როდესაც ადამიანი დღეს მშვიდად მიდის სახლში და ხვდება ცარიელი მაცივარი? როდის აკრძალათ ტაბლოებს სავალუტო ჯიხურებში? ტაბლოები აკრძალეს ქუჩაში, რომ ხალხმა არ დაინახოს როგორ გადაცდა რაღაც მიჯნას დოლართან მიმართებაში მათი ვალუტა. ერთადერთი გზა გაქვთ მუდმივად ოცნების ფერებში დახატოთ რეალობა",- მიმართა ჭიაბერაშვილმა. რაზეც ქანთარიამ ასე უპასუხა: "ბატონო ზურაბ საქმე იმაშია, რომ მაცივარი არც თქვენ დროს არ იყო ხორაგით სავსე და განსხვავება ის იყო რომ ზოგჯერ რომ გამოაღებდა კაცი ლიმონკა ხვდებოდა შიგნით. რაც შეეხება პირველ ოქტომბერს, პირველმა ოქტომბერმა თქვენც გაგიხანგრძლივათ პოლიტიკური სარბიელი, თორემ ახლა თქვენ სადღაც შორს ბუხართან იჯდებოდით მემუარების წერაში".
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)