|
2019-10-01 14:12:56, 1171 ნახვა
კომენტარი
გახარია: ჩვენს ეკონომიკას სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში სწორი შეფასების მიცემა მნიშვნელოვანია
:დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს პროფესიული საზოგადოება და ამ შეხვედრით მთავრობა ადასტურებს, რომ მზად არის მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და ხაზი გაუსვა, რომ საფინანსო დოკუმენტი განმსჭვალულია სოციალური პასუხისმგებლობით და დაფუძნებულია ფისკალურ დისციპლინაზე. „სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობად დაასრულა მუშაობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გამოვიდა, დაბალანსებული. ჩვენ მოვახერხეთ, მიუხედავად სოციალურ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებების ზრდისა, შეგვენარჩუნებინა ფისკალური დისციპლინაც და კაპიტალური ხარჯებიც. მიდგომა ძალიან მარტივია, გვესმის, რომ კაპიტალური ხარჯები დღეს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის". - განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითად ამოცანა. „2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ტემპი შენარჩუნდება, ოდნავ გაიზრდება. ისევე როგორც ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითად ამოცანა. მარტივად რომ გითხრათ, ძირითად რესურსს ვხედავთ ეფექტურობის ზრდის ნაწილში. არის ამის რესურსი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ისე ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილში. ასევე რეგიონალურ დონეზე ხარჯვით ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ რეგიონულ დონეზე კაპიტალური ხარჯები დღეს მილიარდ ორასი ათასზე მეტია და შესაბამისად, ამას ყველაფერს სჭირდება საკმაოდ სერიოზული კონტროლი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)