|
2019-09-30 12:21:13, 1989 ნახვა
კომენტარი
ბესელია - გამოძიებას იმ დეპუტატების გვარებს მივაწვდი, რომლებიც პირად გავლენებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე მისვლას დღეს აპირებს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუმარტა, ის გამოძიებას იმ დეპუტატების გვარებს მიაწვდის, რომლებიც მისივე მტკიცებით, პირად გავლენებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. "ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ის რაც გამანდეს მე პირადად, როგორც პარლამენტის წევრს, და ეს ეხება სხვის პირად დაცულ სივრცეს, მე რა თქმა უნდა არასოდეს თავს უფლებას არ მივცემ, რომ ეს გავასაჯაროო. მიმაჩნია, რომ ვინც ამას აკეთებს, ყოვლად უღირსია. მაგრამ რაც საჭიროა, პრევენციული ქმედებებისთვის, რომ დაცული იყოს ნებისმიერი ადამიანის პირადი სივრცე, ამისთვის შემიძლია გარკვეული ნაბიჯები გადავდგა და საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრო. ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, რაც ეხება საკუთარი სტატუსის გამოყენებას და უკანონო კავშირს სასამართლოს წარმომადგენლებთან, რისი საშუალებითაც პირადი ინტერესების ლობირება ხდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)