|
2019-09-27 10:35:23, 2068 ნახვა
ეკონომიკა
იპონური ხარისხის სიმბოლოდ აღიარებული საავტომობილო ბრენდი #MAZDA
თუ თქვენ აფასებთ იაპონურ ხარისხს, კომფორტს და ეკონომიას, ასეთ შემთხვევაში Mazda-ს მარკის ავტომობილები სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. შესანიშნავი დინამიკა, დახვეწილი ინტერიერი და იაპონური ხარისხი, ეს ის მახასიათებლებია, რაც Mazda-ს ყველასგან გამოარჩევს. Mazda-ს დიზაინის საფუძველი - ფანტაზია და წარმოსახვაა, რაც ავტომობილს სიცოცხლეს შთაბერავს და ჰქმნის მაქსიმალურ კომფორტს მძღოლისთვის. კომპანია 1920 წელს დაარსდა იაპონიაში. ბრენდი თავდაპირველად „Toyo Kogyo Co“-ს სახელით ოპერირებდა ბაზარზე, ხოლო Mazda-ს სახელის ქვეშ ბრენდი ოფიციალურად 1984 წლიდან გაერთიანდა. ბრენდის პირველი სრულყოფილი ავტომობილი 1960 წელს გამოსული Mazda R360 იყო. ბრენდის ისტორია ახალ საფეხურზე ახლა, 2019 წელს გადადის, 23 ოქტომბერს ტოკიოს ავტოშოუზე მაზდა წარმოადგენს თავის პირველ ელექტრო ავტომობილს. ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას SkyActive ძრავი წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს, რომ ავტომობილი იყოს ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, იზრუნოს გარემოზე, იყოს თანამედროვე და კომფორტული. SkyActive ძრავი ეკონომიურობას აღწევს საწვავის შემფრქვევი უახლესი სისტემის მეშვეობით, რომელიც ავტომობილს აძლევს საშულებას არ დაკარგოს სიმძლავრე და კომფორტი მართვის დროს. ბრენდის ინჟინრების მთავარ ამოცანას წარმოადგენს შექმნან ავტომობილები, რომლებიც მართვისას მაქსიმალური კომფორტით, გამძლეობით და ეკონომიურობით გამოირჩევიან. მაზდა ცენტრი თეგეტას შოურუმში წარმოდგენილია როგორც სედანი, ასევე SUV კლასის ქროსოვერ მოდელები: Mazda 3, Mazda 6, Mazda CX3, Mazda CX5 და Mazda CX9. ქროსოვერ მოდელებში Mazda CX3 მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იყოს მაღალი გამავლობის ავტომობილი ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, მას 100 კმ.-ის დასაფარად მხოლოდ 6.3 ლ. საწვავი სჭირდება. ამასთანავე მაზდას ბრენდის ავტომობილებში მინიმუმამდე არის დაყვანილი გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები და არ აბინძურებს გარემოს. მაზდას ავტომობილების დათვალიერება და ტესტდრაივის გავლა შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ შოურუმში - თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. #142.
(R)
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



