|
2019-09-26 11:50:11, 5170 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი „საქნახშირზე“: აუცილებელია, რომ თითოეულმა ბიზნესმა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს
იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ტყიბულში, მეშახტეების გაფიცვას ეხმაურება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, თითოეული ბიზნესი ვალდებულია ადამიანის უფლებებს პატივი სცეს და შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა სტანდარტი დაიცვას. კითხვაზე - რა პასუხს გასცემდა მთავრობა "საქნახშირს" იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის კომპანია ხელისუფლბას უსასყიდლოდ გადასცეს, წულუკიანმა ასე უპასუხა: "როდესაც კომპანია სახელმწიფოს ეუბნება, რომ ვერ ვმართე ბიზნესი და მზად ვარ უსასყიდლოდ დაგითმო, ეს არ არის სერიოზული განცხადება. ეს პრობლემის თავიდან მოშორებას უფრო ჰგავს“. წულუკიანის თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრის ინსტრუქციით ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი ჩავა და ამოსავალი წერტილი ტყიბულელების უფლებების დაცვა იქნება. "ეს მშრომელი ადამიანები ითხოვენ, მათი დამსაქმებლისგან უსაფრთხო შრომის პირობებს, ანაზღაურების დროულად ჩარიცხვას. ამ პრიორიტეტების სახელმწიფოს მხრიდან დაცვა იქნება მთავარი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 7 წელია ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ბიზნესის საქმიანობას ხელი შეეწყოს, ბიზნესი გახდეს თავისუფალი და შეიქმნას ბევრი სამუშაო ადგილი, სანაცვლოდ აუცილებელია, რომ თითოეულმა ბიზნესმა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და შეასრულოს, როგორც უსაფრთხო შრომის სტანდარტი, ასევე ფინანსური ვალდებულებები", - ამბობს ვიცე-პრემიერი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)