|
2019-09-26 11:23:40, 4945 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ჩემი დავალებაა ჩავიდე ტყიბულში და გავიარო ინვესტორთან ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემის დეტალები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტყიბულში, მეშახტეებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ჩავა. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯურნალისტებს განუცხადა, ტყიბულში ის ინვესტორ კომპანიას შეხვდება და არსებულ პრობლემებს განიხილავს. "აქტუალური საკითხია ტყიბულის მეშახტეების პრობლემების მოგვარება. დღეს პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება და დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე, არა ვითარების გასაცნობად, რადგან ძალიან კარგად ვიცით და მე პირადად, იმის გამო, რომ წლებია ამ სისტემაში ვმუშაობდი, ვიცი რა პრობლემები აწუხებს დღეს ჩვენს მეშახტეებს. ჩემი დავალება არის, რომ ჩავიდე იქ, კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა, კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ვიცი, რომ მათ აქვთ გარკვეული გეგმა და კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ეს არის ჩემი დავალება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)