14:20 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 12:22:29, 2167 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: წყარომ გვითხრა, რომ პრეზიდენტის შეწყალებების უკან დიმიტრი გაბუნია ფულს აკეთებს

ჩემი წყაროს მხრიდან პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ასეთი შეწყალებების უკან გაბუნია ფულს აკეთებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, ის თავისი წყაროს იდენტიფიცირებას არ აპირებს.

„დამატებითი ინფორმაცია, მე არ მაქვს. ჩვენ დაგვიკავშირდა წყარო, რომელმაც მოგვიყვა გარემოებებზე, როგორ ერევა ბატონი დიმიტრი გაბუნია, არაუფლებამოსილი პირი, შეწყალებების საკითხებში. შესაბამისად, მე ამ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. რაც შეეხება ჩემს წყაროს, მე შევეცდები არ მივაწოდო ისეთი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეს ადამიანი თავად შეიძლება გახდეს სამართალდამცავებისგან დევნის საგანი და არა გაბუნია ან პრეზიდენტი, რომლებმაც ეს არნახული შეწყალებები განახორციელეს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics