14:19 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 12:35:24, 4241 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს

პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკაძემ საშემოდგომო სესიის 10 მთავარ გამოწვევაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტი დემოკრატიულ და მაქსიმალურა გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს.

ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, საშემოდგომო სესიაზე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა განხორციელდება.

„მნიშვნელოვანი თემა არის სასამართლოს რეფორმა. დამოუკიდებელი სასამართლო, სანდო მართლმსაჯულება, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჩვენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას განვახორციელებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები შედის. ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესი და პროცესი, ამის უკეთ ორგანიზება, უკეთ დარეგულირება, დისციპლინური სამართალწარმოება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხები.

ბუნებრივია,  ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას. უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს. ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, თვალი ადევნოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იმ გადაწყვეტილებებს, რასაც პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics