|
2019-09-21 10:47:33, 5285 ნახვა
ეკონომიკა
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს 8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება. შესაბამისი ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროში გაფორმდა, რომელსაც ხელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კალაუს ვიგელმა მოაწერეს. ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში გრანტის გამოყოფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ენერგეტიკის სექტორში ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის (ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ძირითადი დირექტივების, ენერგოეფექტურობის დირექტივის 2012/27/EU და შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების დირექტივის 2010/31/EU დებულებების იმპლემენტაცია), განახლებადი ენერგიების საკანონმდებლო ბაზის დანერგვასა და ბაზრის რეფორმის განხორციელებაში. „ეს დახმარება მოიცავს ქვეყნის მხარდაჭერას ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში, არის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიები, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მიგვაჩნია, რომ ეს დახმარება იქნება ძალიან პროდუქტიული იმ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, რაც რეფორმების კუთხით გვაქვს დაგეგმილი" - აღნიშნა ხელმოწერის დასრულების შემდეგ დავით თვალაბეიშვილმა. მისი განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა (GESR)" გულისხმობს 2018-2021 წლებში ენერგეტიკის სექტორში ფუნდამენტალური რეფორმების ჩატარებას კონკრეტულად განსაზღვრული პოლიტიკის გატარებით, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებას სტრატეგიული ხედვის, ინსტიტუციონალური ჩარჩოსა და ფინანსური მექანიზმების ჩამოყალიბებით. შესაბამისად, KfW-სთან ხელმოწერილი ტექნიკური დახმარების პროექტი წარმოადგენს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრადაჭერით მიმდინარე „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის - (GESR)" ოთხწლიანი პროგრამის დამატებით ინსტრუმენტს. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური დახმარების პროექტი უზრუნველყოფს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობის სტანდარტების განსაზღვრას, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბებას, შესაძლებლობათა გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დანერგვის პარალელურად, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს მშენებლობისა და არსებული შენობების რეაბილიტაციის წარმოებას ენერგოეფექტური სტანდარტების გათვალისწინებით. ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელებაში ეკონომიკის სამინისტროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) დაეხმარება.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)