|
2015-07-13 18:29:09, 472 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 6 მილიონ ევროს ოდენობის ტრანშის გადარიცხვა დაამტკიცა
ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 6 მილიონ ევროს ოდენობის ტრანშის გადარიცხვა დაამტკიცა. ეს თანხა წარმოადგენს პირველ გადარიცხვას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 45 მილიონ ევროიანი "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის" პროგრამის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტის ფარგლებში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სიტუაციის შეფასების შემდეგ ევროკავშირმა დაასკვნა, რომ ამ პირველი ფიქსირებული ტრანშის გადახდის წინაპირობები დაკმაყოფილდა და რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს DCFTA-ს და მცირე და საშუალო ბიზნესის რეფორმების განხორციელებას. „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა არის მკაფიო მაჩვენებელი ევროკავშირის მზადყოფნისა, მხარი დაუჭიროს საქართველოში "ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა" და "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" განხორციელებას და ამავდროულად ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საფუძველს. პროგრამის ფარგლებში შემდგომი ტრანშების გადმორიცხვა დამოკიდებული იქნება სავაჭრო პოლიტიკის რეფორმების გატარებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განცითარების სტრატეგიასთან დაკავშირებული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე, და ასევე მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის უწყვეტ დამაკმაყოფილებელ მაჩვენებლებზე. სამწლიანი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას DCFTA-ს განხორციელებაში. ევროკავშირის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებებია: (1) ვაჭრობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიული საფუძვლების შემდგომი განმტკიცება; (2) ვაჭრობისა და კერძო სექტორის მარეგულირებელი და ხელშემწყობი ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება; (3) ეკონომიკური აქტორებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და ამავდროულად მათი DCFTA-ს შესაბამის ახალ მარეგულირებელ გარემოზე მორგება; (4) დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესით დაკავებული ქალების და ახალგაზრდა მეწარმეების ეკონომიკური ინტეგრაცია”, - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)