|
2019-09-18 14:33:10, 1929 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: დღეს ფუძნდება „ევრონიუსი საქართველო“, ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში
„ევრონიუსი საქართველოს“ შექმნის აზრი საქართველოს პრეზიდენტს 6 თვის წინ, თბილისში სტუმრად მყოფ ,,ევრონიუსის“ გადამღებ ჯგუფთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელიც შემდეგ უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარა. დღეს კი საქართველოს პრეზიდენტი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ახალი ამბების არხის და ციფრულ პლატფორმის „ევრონიუსი საქართველო“ დაფუძნების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ,,სილქნეტისა” და ,,ევრონიუსის” შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ,,ჩვენ ვხდებით ამ დიდი მედიაოჯახის წევრი. ეს აზრი სულ რაღაც ექვსი თვის წინ გაჩნდა და დღეს უკვე განხორციელებულია. ეს არის ამ ქვეყნის ენერგია, რომ ასეთი საქმეების კეთება აეთ მოკლე დროში შეგვიძლია“, - განაცხადა არხის დაფუძნების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა მისი განცხადებით, ევრონიუსი საქართველოს“ დაფუძნება ძალიან დიდი წინსვლაა საქართველოსათვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ,,ჩვენ ,,ევრონიუსიდან“ მივიღებთ არა მხოლოდ პროგრამებს არამედ ევროპულ სტანდარტებს, რაც ყველაზე უფრო გვჭირდება ქართულ მედიასივრცეში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არხის დაფუძნებით ევროპული პროფესიონალიზმი, ინფორმაციის მიმართ ევროპული მიუკერძოებლობა და ევროპული სიმტკიცე შემოვა. იმავდროულად, ,,ევრონიუსის“ საშუალებით საქართველოს და მისი კულტურის შესახებ მომზადებული პროგრამები გატანილი იქნება ევროპაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პიტერსიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს არხის დაფუძნებაზე მიბრძანებისათვის. ,,არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ გვქონდა გლობალური დისკუსია პარიზში შეხვედრისას. მე ვიცი, რამდენად ღრმა ფიქრები გაქვთ თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და ფიქრობთ, რომ საქართველოს სჭირდება ბევრი პერსპექტივა, მათ შორის ძლიერი კავშირი ევროპასთან. მსურს მხურვალე მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, აქ მობრძანებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია“, - განაცხადა მან. კომპანია ,,სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ ახალი საინფორმაციო არხი - Euronews Georgia იქნება მაღალი მედიასტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი, რომლის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იქნება ევრონიუსის სტანდარტებთან. Euronews Georgia მაუწყებლობას მომდევნო წლის შემოდგომაზე დაიწყებს.
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და გარდაიცვალა
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
ისარგებლე შენთვის შექმნილი განათლების პროგრამებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)