|
2026-10-15 15:42:45, 247 ნახვა
ეკონომიკა
ისარგებლე შენთვის შექმნილი განათლების პროგრამებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
გსურს, მიიღო უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება, განვითარდე ტექნოლოგიების მიმართულებით ან შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი? საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივები სხვადასხვა ინტერესისა და მიზნის მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები - საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო: თუ ბაკალავრიატზე სწავლობ - გაეცანი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს ბანკი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. თუ სწავლის გაგრძელება და აკადემიური მიზნების მიღწევა გსურს, გაეცანი პროგრამის პირობებს და შეავსე განაცხადი. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე. თუ არქიტექტურა გაინტერესებს - აღმოაჩინე გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის შექმნილი პროგრამა სტუდენტებს ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. მონაწილეობის პირობების გასაცნობად ეწვიე ვებგვერდს. თუ ხელოვნური ინტელექტი გაინტერესებს - გაეცანი AI სტიპენდიას გოგოებისთვის ტექნოლოგიები ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალურ AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის მიღებასა და განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს. თუ ახალი პროფესიის შესწავლა ან პრაქტიკული უნარების განვითარება გსურს - გაეცანი პროფესიული განათლების პროგრამებს საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებითაც ქმნის შესაძლებლობებს. პროფესიული აკადემიების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს პარტნიორ აკადემიებში ახალი პროფესიების სრული დაფინანსებით შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამაზე რეგისტრაცია მალე დაიწყება. ამასთან, სკოლის მოსწავლეებს პარტნიორ აკადემიებში სხვადასხვა მიმართულების კურსებზე სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსების მიღება შეუძლიათ. მიმართულებებს შორისაა ვებპროგრამირება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, IT პროექტების მართვა, პროგრამირების საფუძვლები და ხელოვნური ინტელექტი. განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიე საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების გვერდს. თუ ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების აღმოჩენა გსურს - აღმოაჩინე TUMO ქუთაისი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გახსნილი TUMO ქუთაისი 12-18 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ცენტრში ახალგაზრდებს შეუძლიათ, ისწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება და სხვა მიმართულებები. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ადამიანებისთვის საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
ისარგებლე შენთვის შექმნილი განათლების პროგრამებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება
ონიანი-ჯანგველაძის კლანი ევროპაში იკრიბება - прайм крайм
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)