|
2019-09-17 13:47:47, 3259 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი ოპოზიციას: პროდასავლურობა იმაში გამოიხატება, რომ თქვენი ატანა გვიწევს მაშინ, როდესაც აუტანლები გახდით
"პროდასავლურობა გამოიხატება არა იმ სწორხაზოვან და პრიმიტიულ აზროვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არამედ იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც თუნდაც ამ პარლამენტში არის, რომ თქვენი ატანა გვიწევს მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, სერგი კაპანაზეს მიმართა. ცქიტიშვილმა ის რეზოლუცია გაიხსენა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ ევროინტეგრაციის კომიტეტის 16 სექტემბრის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს ოკუპაციის თემით მანიპულირების მცდელობაა და მას ხელშესახები შედეგები არ მოჰყვება. „არ შემიძლია აღშფოთება არ გამოვხატო იმაზე, რაც დღეს ხდება და გუშინ რაც ხდებოდა ევროინტეგრაციის კომიტეტზე. ე.წ. ევროპული და პროდასავლური ძალების წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა პრიმიტიული მცდელობა იმის, რომ ისე წარმოაჩინონ საკითხი, თითქოს ვიღაცა ბლოკავს იმ პროცესს, რასაც ჰქვია დეოკუპაცია და თითქოს ისინი გულანთებული ცდილობენ ებრძოლონ მონსტრს და ურჩხულს, ჩვენი სახით. მათ ძალიან კარგად იციან ის, რომ ამ რეზოლუციის კონკრეტული შედეგები შეიძლება საერთოდ არაფრის მომტანი არ იყოს, მაგრამ გათვლილია ემოციურ ფონზე, რადგან ოკუპაცია მტკივნეულად გადის თითოეული მოქალაქის ემოციაზე და, შესაბამისად, ამ ემოციური ფონით მანიპულირების სურვილით არიან აღტკინებულები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)