|
2019-09-17 12:47:57, 2403 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა პროექტის მიმდინარეობის პროცესი, რომელიც, ძირითადად, ორიენტირებულია მწარმოებლებისა და გადამმუშავებლების ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე. ჯონ ელენბერგერის განცხადებით, კომპანია Land O’Lakes Venture37 გამოიყენებს საკუთარ გამოცდილებას და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომებით და დანერგვით ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ფერმერებს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, - განაცხადა ჯონ ელენბერგერმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)