|
2019-09-16 12:37:22, 1393 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ანაკლიის პორტს სერიოზული ინვესტორები სჭირდება, რომ არ ჰყავს ეს მისი პრობლემაა
„არ არის კარგი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობისა და სპეკულირების საგანი“, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქუტრის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ანაკლიის განვითარების კონურციუმიდან“ ინვესტორი გააქცია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის რომ ანაკლიის პორტს სერიოზული ინვესტორები არ ჰყავს, ეს მისი პრობლემაა. „ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს მამუკა ხაზარაძე. წერილი, ოქმი და ასე შემდეგ. მოიტანოს და გვანახოს. საერთოდ მინდა, რომ ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არ არის კარგი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობისა და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოვეთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვის არცერთ ფიზიკურ პირს, ანაკლია, როგორც ღრმაწყლოვანი პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. ანაკლიის პროექტი რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება, ვიღაცის ინტერესებს არ ვიცი ამაზე კიდევ რა შეიძლება რომ ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიას პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს. ეს არის ანაკლიის პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა და დაუჭერს მხარს. ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, არასერიოზულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)