|
2019-09-16 11:40:18, 1257 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: „ევროპული საქართველოს“ მხრიდან უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება არ წყდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველოც“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და საქართველოს მიმართ ზიანის მომტანი და უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინიგზე განაცხადა. ვოლსკის თქმით, 7 წელია „ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკიდაციითაა დაკავებული. მისივე განმარტებით, ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. „საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური რეალიზაცია მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, აშშ-სთან, ევროლავშირთან და ყველა ჩვენს პარტინიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ამ არჩევანის ერთგული იყო საქართველოს ხელისუფლება და მომავალშიც დარჩება პრინციპული, პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. 7 წელია „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკიდაციითაა დაკავებული. ერთ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველოც“ დღემდე არ წყდება ქვეყნისა და საქართველოს მიმართ ზიანის მომტანი და უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, გადაიხადოს საქართველომ. ხელისფულებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც თითქოს რუსეთისათვის პრობლემების შექმნას გულისხმობს და რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსათვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებულებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციტივის ავტორებს. რადგან ესმით, სწორედაც ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველო აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას, ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)