|
2019-09-15 12:21:37, 1903 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ჯონსონი ბორდერიზაციაზე: ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რაც ხდება
"ჩვენ უფრო ხშირად უნდა ვისაუბროთ და უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც ხდება", - ამბობს "მცოცავი ოკუპაციისა" და ბორდერიზაციის შესახებ "ამერიკის ხმის" კითხვაზე პასუხად რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი. ჯონსონი, რომელიც სენატში ვისკონსინის შტატს წარმოადგენს, უკრაინაში, სერბეთსა და კოსოვოში ვიზიტიდან დაბრუნდა. ის, დემოკრატ სენატორ კრის მერფისთან ერთად, კონგრესის დელეგაციის ის წევრია, რომელსაც რუსეთში შესვლის უფლება არ მისცეს. მერფი და ჯონსონი კრემლის აქტიური კრიტიკოსები არიან. აგვისტოს ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ ვიზების გაცემაზე უარი უთხრა. სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო "პასუხი ამერიკის მიერ რუსი პარლამენტარებისთვის დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე". ორპარტიული დელეგაციის წევრები რუსეთის გარდა, უკრაინასა და ბალკანეთსაც ეწვივნენ. კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა "მცოცავი ოკუპაციისა" და განახლებული ბორდერიზაციის შესაჩერებლად, ჯონსონი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, პირველ ყოვლისა, საჭიროა, რომ ამ პრობლემას უფრო ხშირად ახსენებდნენ, მით უფრო მაშინ, როდესაც ამავე კონტექსტში, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას პასუხად "მეტი მოქმედება" მოჰყვა. "ფაქტი ისაა, რომ რუსეთმა აგრესია და [სხვა ქვეყანაში] შეჭრა, საქართველოს ორი ტერიტორიით დაიწყო და ისინი აგრძელებენ წინ "ცოცვას". საქართველომ გრძელი გზა გაიარა მმართველობის კუთხით და მოსახლეობაც აბსოლუტურად თავდადებული და ერთგულია დასავლეთში ინტეგრაციის [იდეისა]. ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, ყურადღება მივაქციოთ და ყველაზე მეტი, რაც შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ, ისაა, რომ აღვნიშნოთ, მეტად ვახსენოთ, და ახლოს დავაკვირდეთ, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა ხდება", - ამბობს სენატორი ჯონსონი ვიზიტის შემდეგ "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)