|
2015-07-13 13:09:04, 535 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: რუსებს საზღვრების გადაწევა საკუთარი ხელით მოუწევთ
„რუსებს საზღვრების რუსეთ-საქართველოს ოფიციალურ საზღვრებამდე გადაწევა საკუთარი ხელით მოუწევთ“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რუსების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ არა განსაკუთრებული. „გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ამაში არაა. სამწუხაროდ, ასეთი რამეები ბევრი წელია ხდება და როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ეს ნიშნული არ გადაიწევს რუსეთ-საქართველოს საზღვართან, იმ ოფიციალურ საზღვართან, რომლითაც ჩვენ საბჭოთა კავშირის შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ეს დღე აუცილებლად დადგება და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ამ საზღვრების გადაწევა და მანამდე ყველანი მოთმინებით უნდა ვიყოთ. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ემოციებს ავყვეთ. ჩვენს მეგობრებთან ერთად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მთავარ მიზნამდე მივიდეთ. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და არა ის 20 მეტრი ან 2 კილომეტრი, რომელზეც გუშინ დაიწყო საუბარი. საზღვრები უნდა გადავიტანოთ რუსეთ-საქართველოს საზღვრებთან. დანარჩენი პროცესია, ამ პროცესს ვფიქრობ, საერთაშორისო მეგობრებთან ერთად წარმატებით გავივლით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)