|
2015-07-13 12:37:32, 742 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი ბანკმა UnionPay International (UPI ) უკონტაქტო ბარათები დანერგა
ლიბერთი ბანკმა UnionPay International (UPI ) უკონტაქტო QuickPass ბარათები დანერგა. აღნიშნულთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სიახლესთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ და UnionPay International–ის პრეზიდენტმა ში ვანჩაომ ისაუბრეს. როგორც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, უკონტაქტო QuickPass ბარათების გამოშვების სამუშაოები მიმდინარეობს და პროდუქტი მომხმარებლისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი. „UnionPay International მუდმივად ფართოვდება და ის უკვე მსოფლიო მასშტაბით არის წარმოდგენილი. მე მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ საქართველოში ჩვენ გვყავს ძლიერი პარტნიორი, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის UnionPay International–ის სრულფასოვან მომსახურებას. მიმდინარე პერიოდისთვის, საქართველოში ლიბერთი ბანკის 250 000–ზე მეტი მომხმარებელი უკვე სარგებლობს UPI ბარათის მომსახურებით როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და ვიმედოვნებთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა UnionPay International–ის პრეზიდენტმა ში ვანჩაომ. ლიბერთი ბანკი 2002 წელს დაარსდა და დღეისთვის წარმოადგენს მე–3 უმსხვილეს ბანკს საქართველოს ბაზარზე. ბანკი საქართველოში ყვეაზე ვრცელი საბანკო ქსელით 630–ზე მეტი მომსახურების წერტილითა და 389 ბანკომატით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მილიონზე მეტი ფიზიკურ და 78 000–ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)