|
2019-09-12 13:20:30, 1564 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. ექვსი სადარბაზოს 24 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცევა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, იგება ფილები და ჩატარდება უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციაც. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. „მერვე მიკრორაიონში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებთ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო - ცვიოდა ფილის ფრაგმენტები და ჩამონგრევის საშიშროება არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 24 აივანი გამაგრდება და მოსახლეობა ბევრად უფრო უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოებს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბილდინგ კომპანი“ ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 269 850 ლარია გათვალისწინებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)