13:25 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-15 12:16:59, 278 ნახვა

პოლიტიკა
სიორიძე - ძლიერი საქართველო - ლელო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი

„ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი - ეს იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ “ოცნებას“ - -  ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ამ ნაბიჯით დღეს ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ მათი ამომრჩევლის - ქართველი ხალხის არჩევანი. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მართული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაწერილი შედეგებითაც კი, საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ მხარი დაუჭირა სწორედ იმ პარტიებს, რომელთა აკრძალვასაც ცდილობს დღეს ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენმა ამომრჩეველმა 2024 წელს მხარი დაუჭირა საქართველოს უკეთეს მომავალს - "ძლიერი საქართველო - ლელო" აირჩია ხალხმა, რომელსაც სურს საქართველოს ევროპული განვითარება, მზარდი დასავლური ინვესტიციები, მეგაპროექტები 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული ცხოვრება. ჩვენ აგვირჩია ხალხმა, რომელსაც არ სურს დაბრუნდეს ბნელ წარსულში - "ქართულ ოცნებას" სწორედ ამ რეალური ალტერნატივის მოსპობა აქვს განზრახული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

პოლიტიკური პარტიები ასახავენ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას. შესაბამისად, პარტია არ წარმოადგენს ხალხისგან განყენებულ სუბიექტს. მისი ამომრჩეველი მისი განუყოფელი ნაწილია. პოლიტიკური პარტიის გაუქმება ნიშნავს არა მხოლოდ პარტიის გაუქმებას, არამედ მისი ამომრჩევლის მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების გაუქმებას.

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული სარჩელი სრულიად მოკლებულია რაიმე რაციონალურ, სამართლებრივ საფუძველს და წარმოადგენს მცდელობას, რომ საქართველოში მოხდეს ავტოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია.

კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელოს" და სხვა 4 ოპოზიციური პარტიის გაუქმება შექმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც თავისუფლად შეიძლება გავრცელდეს სხვა პარტიებზე. ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ საქართველოში აიკრძალოს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის პირადად ვერ გააკონტროლებს.

რეპრესიული კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაამარტივებს არა მხოლოდ პარტიების, არამედ ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასაც. ვენეციის კომისიის დასკვნამ ეს უკვე დაადასტურა. პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება წარმოუდგენელ დაბრკოლებებს შეუქმნის პოლიტიკური საქმიანობის გზაზე ყველა აქტიურ მოქალაქეს.

თუ ეს შედეგი დადგა, ჩვენთვის, კოალიციისთვის "ძლიერი საქართველო - ლელო" ბრძოლა გაგრძელდება. არსებობს პროცესებზე რეაგირების სხვადასხვა სცენარი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ "გვაუქმებენ" და მზად ვართ შესაბამისი ზომებისთვის.

"ქართულ ოცნებას" შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ის ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს. შესაბამისად, სამართლებრივ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ხალხთან ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რადგან პარტიების აკრძალვა, მათ შორის, საბოლოოდ ართმევს საქართველოს შანსს გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ და შეუქცევადად აბრუნებს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სფეროში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავარძელებთ პოლიტიკურ და პარტიულ ბრძოლას ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის, - განაცხადა სიორიძემ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სიორიძე - ძლიერი საქართველო - ლელო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების პროგრამები და ისწავლე უფასოდ - განაცხადების მიღება დაიწყო
CNN: თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, შესაძლოა, „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics