|
2019-09-12 12:52:03, 4022 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც გვეთანხმება, რომ ქვეყანა შესაცვლელია
მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ლელო" ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც გუნდის შეხედულებებს იზიარებს. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანი "გამარჯვებული ქვეყნის" შექმნაა. "გვაქვს კონკრეტული მიზნები და ხედვები, რაც არის გამარჯვებული ქვეყნის შექმნა. შესაბამისად ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც აქვს ჩვენი მსგავსი ღირებულებები და ვინც გვეთანხმება იმაში, რომ ქვეყანა არის შესაცვლელი. რაც აქამდე ხდებოდა ამ სახელმწიფოში არ არის მისაღები და მოსაწონი, იმისთვის, რომ გამარჯვებულ ქვეყნად ვიქცეთ. ყველა ვინც ამ მიზანში შემოგვიერთდება, მასთან ვითანმშრომლებთ. ჩვენი პრიორიტი არის ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც იციან საქმის კეთება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, დღეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" ჩამოაყალიბეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)