|
2019-09-12 12:27:01, 1524 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, საიდანაც უნდა განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი დასავლეთისკენ
„საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში. დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს და რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ანაკლია არის ადგილი, სადაც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის. „ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის პროექტი უნდა განხორიციელდეს. სადაც შეიქმნება უმარავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდაომოდ საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია. ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტისა და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია. ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის. სწორედ აი აქედან, ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი დასავლეთისენ. ვინ ვართ ჩვენ, რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ?! ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით. ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ აქ აბსოლუტურად სხვა რეალობამ შეგვკრიბა. საქართველო დღეს განსაკუთრებით იმ ადამიანების ერთობას რომლებმაც ცალცალკე, სხვადასხვა სფეროში შექნეს წარმატების ისტორიები. ბოლო 30 წლის განმავლობაში რატომ ვართ სულ ერთი წრის გარშემო?! რატომ ვართ სულ მოჯადოებულ წრეში?! საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში. დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს და რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს. მე მესმის იმ ადამიანების, როცა საქართველოში ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობა იყო, დატოვეს ქვეყანა. მაგრამ მე არ მესმის დღეს წარმატებული ადამიანები, რატომ არიან ამ აზრით შეპყრობილები. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რატომ გავხდით ჩვენ უიმედოები?! ქართულ ეკონიმიკას დღეს ჩვენი ემიგტანტები ასაზრდოებენ, რომლებიც უზარმაზარ თანხებს აგზავნიან თავიანთი ოჯახების გასამაგრებლად, ეს იმაზე მეტი თანხაა, ვიდრე გარედან შემოსული ფინანსური ინვესტიციები. ჩვენ უნდა შევეჯიბროთ არა ჩვენ უკან მყოფ ან ჩვენი დონის ქვეყნებს, არამედ უნდა დავისახოთ ყველა სფეროში დავისახოთ მიზანი, რომ ვიყოთ მოწინავე ქვეყანა“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)