|
2019-09-10 18:14:41, 3035 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: ინაშვილი შეეცადა ის ერთადერთი პანელი ჩაეშალა, სადაც პუტინზე და კრემლის პოლიტიკაზე იქნებოდა საუბარი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის მისვლა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა. ხიდაშელის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატი კონფერენციაზე მაშინ მივიდა, როდესაც პანელი რუსეთის პოლიტიკის განხილვას ეძღვნებოდა. მისივე განმარტებით, ინაშვილს პანელის ჩაშლა ჰქონდა განზრახული. გარდა ამისა, ხიდაშელი დეპუტატის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან კონფერენციაზე მისვლის მიზეზები განმარტა და ეს "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას დაუკავშირა. "საერთოდ არავის უხსენებია, "პატრიოთა ალიანსი" ამ დღენახევრის განმავლობაში, სანამ თვითონ არ მოაწყო ეს შოუ და არ შემოვარდა კონფერენციაზე. არავის უხსენებია ისინი, რადგან არავისთვის საინტერესოები არ არიან. მსხვერპლის როლის თამაში ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება ოფიციალურად, არ ჰქონდა, თუმცა ის მოხსენებით გამოსვლას ითხოვდა. ინაშვილის განმარტებით, კონფერენციაზე გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ ცილისწამებლური განცხადებები გაავრცელა, მას კი პასუხის გაცემა სურდა. პროცესში ინაშვილი ამერიკელ მკვლევარსა და ყოფილ დიპლომატს დევიდ კრამერის დაუპირისპირდა. საბოლოოდ, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)