|
2019-09-10 12:43:04, 2159 ნახვა
კომენტარი
კვიციანი: გოგოები რომ ფალოსს გიწოდებენ ვაჟკაც ადამიანს, ეს მოსათმენია?!
„პატრიორთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა 8 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან აქცია „სირცხვილიას“ წევრებთან მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების დეტალები გაიხსენა. კვიციანი მიიჩნევს, რომ „სირცხვილიას“ წევრებს მასთან დაპირისპირების დავალება ჰქონდათ და ამაში პოლიციაც და ჟურნალისტებიც იყვნენ ჩართულნი. „მე როგორც ვხედავ და როგორც მაშინ ვხედავდი - ვიგერიებდი თავს. თავს დამესხა ჯგუფი ცხვრებთან ერთად და ვიგერიებდი თავს. თქვენ, ჟურნალისტებმა დამნაშავედ რომ გამომაცხადეთ, ამას როგორ ხედავთ თქვენ? ეს სამართალია? ჟურნალისტები, რომლებიც იმ მომენტში მომდევდნენ და პირში მჩრიდნენ მიკროფონებს, ეს რა მეთოდია? როცა დაწყნარდებოდა სიტუაცია, მოსულიყვნენ და ეკითხათ, თავდამსხმელებთან ერთად რომ თავს მესხმის ჟურნალისტი, ეს ეთიკაა ჟურნალისტიკის? არავიტარი კიტხვები არ არსებობს მაშინ, როდესაც ვერ ვიგერიებ ხალხს, მაგინებენ. არ გესმოდათ რა სიტყვებით მაგინებდნენ? გოგოები რომ ფალოსს გიწოდებენ ადამიანს, ვაჟკაცს, ეს მოსათმენია? ეს არის სიტყვის თავისუფლება? გამოვედი სასესიო დარბაზიდან, „პატრიოტთა ალიანსი“ გამოვედით, იმიტომ რომ არ ვაძლევდით ხმას მთავრობას. გადავწყვიტე სახლში წასვლა. მანქანით არ ვიყავი და გამოვიძახე ტაქსი. ტაქსმა მითხრა, გზა დაკეტილია და ჩამოსასვლელი საიდანაცაა, იქ ვდგავარო. ჩამოვედი ტაქსის მიმართულებით და ესენი დამხვდნენ წინ. ხომ არ მივბრუნდებოდი უკან, არა? არასოდეს მაგათ ასეთი საქციელი ჩემთან არ ჰქონიათ. რამდენჯერაც გამივლია, არასოდეს არც დაუსტვენიათ, არც უყვირიათ და არაფერი - მშვენივრად გავიარე ყველაფერი. მაგრამ, იმ დღეს, ჰქონდათ მაგათ უშუალო დავალება, რომ თავს უნდა დამსხმოდნენ. გავიარე, მივესალმე პოლიციელებს და აქციის მონაწილეებს. უცებ, ზურგს უკან, ვიღაცამ დაიყვირა „მოღალატე“, „პუტინის მონა“ და მე გამეცინა და მივდივარ. უცებ, ეს ჯგუფი და ჟურნალისტები შემომესიენ. სურათი უნდოდათ შეექმნათ, თითქოსდა გავრბივარ და ისინი მომსდევენ. არ გავიქეცი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთმა გოგომ რომ ფალოსი მიწოდა, არ გავიმეორებ იმ სიტყვას, რაც დამიძახა, შემოვტრიალდი და ვაგინე, მაგრამ ხელი მე არავისთვის არ დამირტყია. ეტყობა, თქვენ ვინც ამ კითხვებს სვამთ, არ იცით როგორია ხელის დარტყმა. მოვდივარ მე ჩემს გზაზე შემომეფეთა ჟურნალისტი ჯერ, გაიარა, მერე ვიღაც ახალგაზრდა და წაიქცა. წავედი მერე, ისევ ის ახალგაზრდა მოდის წინიდან იგინება, მაფურთხებს, ვიღაცა მისტვენს ყურში. პოლიციამ იმის მაგივრად, რომ დავეცავი მე, პარლამენტარი, შემბოჭა და იმათ თავისუფლება მისცა. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ იმ თავდასხმაში მონაწილეობდნენ თვითონ პოლიციელები და ჟურნალისტები? თუ პროტესტს გამოთქვამ, გამოთქვი სადაც ხარ, წამოვედი მე. რატომ გამომეკიდნენ? ეს არის კორიდორი თუ დევნა?“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა. შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)