23:30 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 12:38:45, 1260 ნახვა

კომენტარი
კვიციანი: „სირცხვილიას“ მონაწილეებთან დაპირისპირება სუს-ის მოწყობილია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებთან მისი დაპირისპირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწყობილია - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ემზარ კვიციანმა Facebook-ზე ვირუსულად გავრცელებული, შემთხვევით ჩართული ლაივიც გაიხსენა და ესეც მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას დაუკავშირა. 

„ამ შემთხვევის წინა დღეს მე ძალიან მკაცრად და მწვავედ გავაკრიტიკე სუს-ი და მისი ხელმძღვანელი. აი, ამის შემდეგ რომ მოხდა ის, რაც მოხდა.  ვერ აკავშირებთ ამას ერთმანეთთან? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს იყო სუსის მოწყობილი - პირველი დევნა ხომ არ  არის ჩემ მიმართ? დევნა არის ჩემ მიმართ ყველა მხრიდან - სასამართლოდან, პროკურატურიდან  და, მათ შორის, ჟურნალისტებიდან. გახსოვთ ალბათ ჩემ მიერ შემთხვევით ჩართული ლაივი - როგორ დაატრიალეს და გააპიარეს მთელს მსოფლიოში, უნდოდათ ამითი ჩემი გამარგინალება, მაგრამ არ გამოუვიდათ“ , - განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს,  პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა,  პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.  აქციის მონაწილეებმა დეპუტატს „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics