|
2019-09-09 13:59:08, 2157 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე სამთავრობი ცვლილებებზე - ეს არის ძალოვნების მობილიზაცია მომდევნო არჩევნების მოგების მიზნით
„ეს არის მომავალი არჩევნებისთვის ძალოვნების გაძლიერება, იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ“, - ასე შეაფასა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამთავრობო ცვლილებები. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, არსებითად არაფერი იცვლება. „მე მინდა კითხვა დაგისვათ - რამე შეიცვალა 1 წლის განმავლობაში? ჩვენ ასევე ზარ-ზეიმით ვუყურეთ 1 წლის წინაც, როდესაც წინა პრემიერ-მინისტრი დაინიშნა. რამე შეიცვალა? კონცეპტუალურად რამე ახალი შემოგვთავაზეს? ეს არის მომავალი არჩევნებისთვის ძალოვნების გაძლიერება, იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ. ასე არ გამოვა. საქართველოში ყველაფერი შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოხდება ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)