|
2019-09-09 12:54:12, 1104 ნახვა
საზოგადოება
კომისიამ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი, სულ, 10 414-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. ამ ეტაპზე, 259 ერთოთახიანი, 143 ოროთახიანი, 534 სამოთახიანი და 23 ოთხოთახიანი ბინა ნაწილდება. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, წინასწარ განისაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარებოდა მონიტორინგს. 1375 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისია ასევე განიხილავს ავარიულ და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე შენობებში მცხოვრები 263 ოჯახის საკითხიც, რომლებსაც ბინები, უპირობოდ, გადაეცემათ. ამ ეტაპზე, თბილისში 24 ასეთი ობიექტი დაიხურება. კომისიის შემადგენლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)