14:21 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 12:40:23, 1156 ნახვა

საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ახლობლები აქციას მართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შვიდივე დაკავებული უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, დემონსტრანტებს ადგილზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პლაკატები აქვთ მიტანილი.

„ამათ არანაირი ბრალი ქვეყნის წინაშე და არც იმ სპეცრაზმელების წინაშე არ მიუძღვით. ჩემი შვილის ერთადერთი ბრალი ის არის რომ არანორმალურად უყვარს თავისი ქყეყანა. ამ მთავრობის ხელში არაფრის იმედი არ მაქვს, მაგრამ მინდა იმედი მაინც ვიქონიო რომ იქნებ გონება გაეხსნათ და საღად იაზროვნონ“, - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩაკილაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ონიანი-ჯანგველაძის კლანი ევროპაში იკრიბება - прайм крайм
მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს - ჩვენი გზავნილია: არ დანებდეთ
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - საქართველოს მთავრობამ უნდა უსმინოს საკუთარ ხალხს
სიორიძე - ძლიერი საქართველო - ლელო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics