|
2019-09-09 10:33:44, 1059 ნახვა
საზოგადოება
9 სექტემბერს ნუცუბიძის ფერდობზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე, 9 სექტემბერს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე შეიზღუდება. მათივე ცნობით, შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე და ასევე, დათუაშვილის ქუჩასა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). „შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ. შესაბამისად, 9 სექტემბრის 11:00-დან 20:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონის, ასევე სოფლების - თხინვალასა და ლისიდან, როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები N63, N99 და N107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. ამავე დღეს, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი N88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „დელისი“ განისაზღვრება, რადგან 12-მეტრიანი „მანის“ მარკის ავტობუსები ბერიტაშვილის ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილებას ვერ შეძლებენ. 10 სექტემბრიდან 15 აგვისტომდე კი, ნუცუბიძის ფერდობზე გადაღებები კვლავ დათუაშვილის ქუჩასა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე გავრცელდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)