|
2019-09-08 19:34:48, 2964 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით
ჩვენ ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მეტი მოსმენის რეჟიმში ვიქნებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც არაერთხელ გაესვა ხაზი ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდება სწორედ ბიზნესთან დიალოგზე. ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის ფუნქციონირების ეფექტურობაზე. „როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ შევდივართ დინამიკის აბსოლუტურ სხვა ფაზაში, როდესაც, როგორც გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, მათი აღსრულება გაცილებით სწრაფად მოხდება, გაცილებით უფრო სწრაფი იქნება ტემპი და ჩვენ ყველანი ამის მოწმე გავხდებით ძალიან მალე. თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ პრაქტიკულად, ყველა რეიტინგში ვაუმჯობესებთ შედეგებს, ბიზნესგარემო, საინვესტიციო კლიმატი ასევე უმჯობესდებოდა ქვეყანაში და რასაკვირველია, ეს ხელისუფლების დამსახურება იყო. თუმცა, ბიუროკრატიულ აპარატში, ბიუროკრატიულ სისტემაში გადაწყვეტილებების მიღების დინამიკა და მათი აღსრულება, მუდმივ დახვეწასა და მუდმივ გაუმჯობესებას საჭიროებს. შესაბამისად, მჯერა რომ ჩვენ შევდივართ გაცილებით უფრო აქტიურ ფაზაში ამ ნაწილში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში იწყება საბიუჯეტო პროცესი, რომლის დროსაც მას ექნება საშუალება დეტალურად ისაუბროს 2020 წლის გეგმებზე.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)