|
2019-09-08 19:12:44, 2637 ნახვა
საზოგადოება
ბეჟან გუნავა და მისი თანამოაზრეები „სირცხვილიას“ მონაწილეებს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის წინ, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ვითარება დაიძაბა. ადგილზე მოქალაქეთა ჯგუფი, ბეჟან გუნავა და მისი თანამოაზრეები გამოჩდნენ. როგორც ბეჟან გუნავამ განაცხადა, ადგილზე მოვიდნენ, რათა „სირცხვილიას“ წევრები ადგილიდან გააძევონ. „ამათი ადგილი არ არის რუსთაველზე. არანაირ კონტრაქციას არ ვატარებთ. უბრალოდ საქართველოში რუსთაველი არის ის გამზირი, სადაც ჩვენი ერის მამები იდგნენ და ეროვნული მოძრაობის ლიდერები. ახლა ეს ერის გამყიდველები, რომლებმაც ჩააბარეს აფხაზეთი, რომლებმაც ჩააბარეს სამაჩაბლო. ასიათასობით ადამიანს ქონება წაართვეს, პირადად მე გამისწორდნენ და უამრავ ჩვენ თანამებრძოლს, ამათი ადგილი აქ არ არის. ჩვენ ამათ აქედან გავაგდებთ, გავაძევებთ, არ დავტოვებთ. მე ბეჟან გუნავა, გპირდებით, რომ სიმსივნე რაც არის ევრონაცების სახით საქართველოში უნდა ამოვკვეთოთ და მერე ქრონიკული დაავადება რაც არის საქართველოსი, რაც არის „ქართული ოცნება“ ზედ უნდა მივაყოლოთ და ხელისუფლება უნდა დავუბრუნოთ ხალხს. ეს არის ჩვენი გეგმა“, - აღნიშნა ბეჟან გუნავამ. აღსანიშავია, რომ ადგილზე ათობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული, რომელბმაც ბეჟან გუნავასა და მის თანამოაზრეებს აქციის მონაწილეებთან მისვლის საშუალება არ მისცეს. ამ დროისთვის სიტუაცია უკვე განმუხტულია.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)