|
2019-09-08 19:06:01, 3342 ნახვა
კომენტარი
ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ პარლამენტთან დაპირისპირების დროს თავს იცავდა
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს თავს იცავდა. როგორც კვიციანმა აღნიშნა, აქციის მონაწილეებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა ხელი არავისთვის დაურტყამს. „თავი დავიცავი. თავდასხმაა და შეურაცხყოფა მონას რომ გიწოდებს იმ ქვეყნის, რომელ ქვეყანასთან ბრძოლაშიც მისი წონა სისხლი მაქვს დაღვრილი და ქვეყანა დაცული, ის ლაწირაკი, მოღალატე დედა რომ ჰყავს, რომელიც კოდორში უშიშროების დაკვეთით შემოდიოდა. არავისთვის არ დამირტყია“, - განაცხადა ემზარ კვიციანი. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)