|
2019-09-08 15:43:00, 2215 ნახვა
კომენტარი
გახარია: გადადგომით ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ რაღაცაში თავს ვგრძნობ დამნაშავედ - არ ვგრძნობ!
„გადადგომით, მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ რაღაცაში თავს ვგრძნობ დამნაშავედ - არ ვგრძნობ! მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ დაშავებულ ადამიანზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატმა პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, იქნებოდა თუ არა კარგი პრეცედენტი მისი გადადგომა. „საერთოდ ნებისმიერი თანამდებობა არის მხოლოდ გამოწვევა და პასუხისმგებლობა, სხვა არაფერი, აღარ ვარ მე არც იმ ასაკში და არც იმ მდგომარეობაში, რომ... მაგრამ არგადადგომის ძირითადი მოტივი იყო პრინციპი, ჩვეულებრივი პრინციპი. როდესაც მე ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი, ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რომელიც ყველამ ნახა, დავანებოთ თავის გადაცდომებს, რომელიც პოლიციის მხრიდან იყო, ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად, თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ვუხდი მადლობას, რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან და ამ დროს გადადგომით, მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ რაღაცაში თავს ვგრძნობ დამნაშავედ - არ ვგრძნობ! მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ იმ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია, რომელმაც მიიღო სხვა სახის დაზიანება, თითოეულ მათგანზე, რომელმაც დაკარგა თვალი. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი 2 ადამიანი გვყავს. მაგრამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ასევე იმაზეც, რომ სახელმწიფომ მათზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს ბოლომდე. ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის პოლიციელები, რომლებიც აქ კეთილსინდისიერად იდგნენ და ბოლომდე 2 საათის განმავლობაში ითმენდნენ 300 გატაცებულ ფარს, მათ გატაცებას ბრბოში, ფიზიკურ შეურაცხყოფას და კიდევ ბევრს, სხვათაშორის ბევრი პოლიციელი გვყავს დაზარალებული, ისინი ხვალ არ გახდნენ მორალური ბულინგის მსხვერპლი, რასაც ბევრი ცდილობს. მათ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ხვალ, ზეგ და მასზეგ ისინი ამ ქვეყანას უნდა ემსახურონ უკეთესად. სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურად შეჭრას ჰქვია შტურმი, აქ ხომ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვით, ლექსებით ან კიდევ რაღაცით, შტურმით! ამას ჰქვია თავისი სახელი - ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. აქ მე რომ დამეშვა მათი შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)