|
2019-09-08 14:11:44, 1991 ნახვა
კომენტარი
კობერიძე გახარიას: თქვენი გამოსვლა დღეს ძალიან მოსაწყენი იყო - კითხვებს გაურბიხართ
„თქვენი გამოსვლა დღეს ძალიან მოსაწყენი იყო. ბევრი ეცადეთ, რომ თითქოს რაღაც აქცენტები გაგეკეთებინათ, მაგრამ გაურბიხართ პასუხებს“, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას. როგორც მან აღნიშნა, პრემიერობის კანდიდატის გამოსვლაში „სიყალბე და პოპულიზმი იგრძნობოდა“. „თქვენ კითხვებს გაურბიხართ. მოსამართლეებზე გკითხეს და ბიუროკრატიაზე გადახვედით, ეხლა მაგათ გმირად გინდათ თავი წარმოაჩინოთ, რომ როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი თუ დაგამტკიცებენ, საშუალო ბიუროკრატიის მხედართმთავარი იქნებით. იგრძნობა ეს ყველაფერი, სიყალბეც იგრძნობა საუბარში, რა არის პოპულიზმი ისიც იგრძნობა და მინდა გითხრათ, რომ თქვენი გამოსვლა დღეს ძალიან მოსაწყენი იყო. ბევრი ეცადეთ, რომ თითქოს რაღაც აქცენტები გაგეკეთებინათ, მაგრამ გაურბიხართ პასუხებს, პირველ რიგში კანონებიდან გამომდინარე. თქვენ ჩემს კითხვაზე მიპასუხეთ, რომ აღიარეთ, თქვენი შეცდომების აღიარებისთვის კი არ გამოვაგზავნე მე ის წერილი და თქვენი ბოდიშისთვის, კანონი განმარტავს იმას, რომ თქვენ უნდა უპასუხოთ დეპუტატს. მე არა, დეპუტატის შეკითხვას“, - მიმართა კობერიძემ გიორგი გახარიას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)