|
2019-09-08 12:32:23, 2010 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან „სირცხვილიას“ წევრებსა და ემზარ კვიციანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შემდეგ აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციას ის არ დაუკავებია. კვიციანმა ტერიტორია უკვე დატოვა. ცნობისთვის, პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ. ამასთან, სამოქალაქო ატივისტებმა ადგილზე სიმბოლურად ცხვრები მიიყვანეს და განაცხადეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)